ლევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებთან ამ ეტაპამდე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

„რაც შეეხება ქალბატონებს, დღეს იგზავნება პირველ ეტაპზე ტესტები, პროტოკოლის მიხედვით ხვალ განმეორდება, თუ არ მოვა დადებითი პასუხები, ესენი აუცილებლად რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის თქმით, 42 წლის მამაკაცის მდგომარეობაც სტაბილურია და გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ინარჩუნებს.

„პაციენტი 42 წლის, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ორსულებს, რატიანის განმარტებით, ერთ-ერთ მათგანს უკვე კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის კლინიკას დატოვებს.

„რაც შეეხება ორსულებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14 დღე, 22 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. რაც შეეხება რვა კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს“ , – აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანი ამბობს, რომ დამაკმაყოფილებელია 13 წლის ბიჭის მდგომარეობა.

„რაც შეეხება ბიჭუნას მდგომარეობას, არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია. ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, ბოლო რამდენიმე საათია, კლინიკური გამოვლინება არ ჰქონია.

დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, გვაქვს 27 პნევმონია, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და მკურნალობენ ინფექციონისტებისა და თერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: ჰოსპიტალური სექტორი იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მზად,როცა შესაძლოა ჩვენ და ჩვენ ახლობლებს დასჭირდეთ ნებისმიერ კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება
შემდეგი სტატიაქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა