ლევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი პაციენტი დატოვებს.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში 99 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 81 კოვიდინფიცირებულია.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ეტაპამდე, ახალი შემთხვევა არ შემოსულა კლინიკაში. დღეს კოვიდინფექციის გარეშე ვწერთ ოთხ პაციენტს. პროტოკოლის გათვალისწინებით ოთხი უარყოფითი პასუხი მოვიდა და რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. ჩვენ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი წევს. აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. ხუთის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ გემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არ სჭირდება არც ერთ მათგანს დამატებითი ჩარევა. ეს ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია“, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, სხვა განყოფილებებში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიკეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს პროდასავლურ, პროალიანსურ გზას მიჰყვეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მოსახლეობის დასახმარებლად სამოქალაქო რეისები შეასრულა