ლევან რატიანი : პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს, ნორმები უნდა დავიცვათ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ თვის ბოლომდე არსებული სიტუაცია თუ გაგრძელდა, საავადმყოფო დაიცლება კოვიდინფიცირებულებისგან.

თუმცა, აქვე, რატიანი მოსახლეობას ჰიგიენური ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ახალი შემთხვევები არ გვქონია. რეანიმაციაში მყოფი სამი პაციენტიდან არც ერთს კოვიდინფექცია არ გააჩნია. თვის ბოლომდე არსებული სიტუაცია თუ გაგრძელდა, კლინიკა დაიცლება კოვიდინფიცირებულებისგან.

“პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ჰიგიენური ზომა, რომელიც გაცემული იქნა რეკომენდაციით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ და მათ შორის მეც უნდა შევასრულოთ“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მომაცემებით, საქართველოში 639 კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 349-ს შეადგენს. გარდაცვლილია 11 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 19 პირი იმყოფება
შემდეგი სტატიამარტოხელა მამას, რომელიც სამ შვილს ზრდის ანაკლიაში ახალი სახლი გადასცეს