ლევან რატიანი: ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტის მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც სხვა კლინიკაში მუშაობდნენ.

მისივე თქმით, ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

„ესენი არიან სტუდენტები, გვყავს ორი სტუდენტი, რომლებიც არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში.მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება, მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“პოლიტიკური ქულების დაწერა ამ მტკივნეულ დროს, არის უნამუსობის პიკი!”