ლევან რატიანი : კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 80 პაციენტია, დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე 91 პაციენტი ჰყავთ, საიდანაც 80 არის კორონავირუსით ინფიცირებული.

მისივე თქმით, კლინიკას დღეს ყავს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც საავადმყოფოს რამდენიმე საათში დატოვებენ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატია13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს