ლევან რატიანი : კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი იმყოფება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაცინეტი იმყოფება.

კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 72 პაციენტი. გვყავს 58 დადასტურებული შემთხვევა. დღეს გაეწერება კლინიკიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი პაციენტი, რადგან გეგმურად, პროტოკოლის მიხედვით, ტესტირების შედეგად მხოლოდ მას ეკუთვნის გაწერა“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 275-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის საკარანტინო ზონებს დღეს 230 მოქალაქე დატოვებს
შემდეგი სტატიალევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში ოთხი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა