ლევან რატიანი : ირველი საუნივერსიტეტო კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს.

„დღეს მოვიდა უარყოფითი დასკვნა კორონავირუსზე ორ პაციენტზე და ორი პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“ , – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

მათ შორის ერთი მარნეულიდან გადმოყვანილი ქალია, რომლის მდგომარეობაც თავდაპირველად უმძიმესი იყო.

„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის დადებითი. მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არა თუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“ , – აღნიშნა რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ19-სგან 54 პაციენტია განკურნებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიათურქეთიდან რეანომობილით COVID 19-ით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს