ლევან რატიანი : ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საქართველომ გააკეთა ის, რისიც ყველა წამყვან ქვეყანას შურს.

„მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამასთან, რატიანის განმარტებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა უხილავ მტერს ებრძვის, ტელევიზიების მეშვეობით, ქილიკისა და კრიტიკის დრო არ არის.

მისივე თქმით, მიუღებელია ქილიკი ექიმების მიმართ, რომლებსაც ყოველდღიურად სასიკვდილო სივრცეში უწევთ მუშაობა.

„არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის, დარიგების და ასე შემდეგ დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ.

ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, სამწუხაროდ, გვეშინია ჩვენც, რადგან ჩვენც შეიძლება, გავხდეთ დაავადებულები, ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ. ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : მინდა, ვუთხრა ყველას, ერს, ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ, ქილიკის დრო არ არის
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია