ლევან რატიანი : ჩვენი მოწოდება კვლავ არის სახლში დარჩენა, რათა პიკის დროს არ იყოს მოწოლა და კლინიკების კოლაფსი არ განვითარდეს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ლევან რატიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ასევე ყველა ექიმის რეკომენდაცია და დარჩნენ სახლში.

„საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჩვენი ყველა ექიმის მოწოდება არის სახლში დარჩენა, რათა როცა დგება პიკი, არ იყოს მოწოლა და არ განვითარდეს კლინიკების კოლაფსი. სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შეჩერებას, რომლებიც შეიძლება, მოხვდნენ კლინიკაში“ , – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცუცქირიძე : ჩვენ უკვე ვდგავართ წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან, პოსკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადავლახავთ და უფრო გაძლიერებულიც გამოვალთ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა