ლევან რატიანი : ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ, ყველას დავუმტკიცებთ

“ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ, ყველას დავუმტკიცებთ,”- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანმა რეანიმაციული პაციენტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე 2 რჩება.

“რეანიმაციული პაციენტები გვყავს 8. ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან ერთის მდგომარეობა დღეს შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი 2-ის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. გვყავს ახალი 2 შემთხვევა, ჩატარებული კვლევებით, ამ ეტაპამდე, მათთან რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება,”- აღნიშნა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია შეყვანილი
შემდეგი სტატიაზუგდიდის ბაზარში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მერი გაეცნენ