ლევან ქარდავა: წარმოადგენს თუ არა ISIS საშიშროებას? არა არ წარმოადგენს

levan qardava,,შიშების აყოლას ჯობს ჩვენ სრულყოფაზე ვიფიქროთ, რომ გამოწვევებს პანიკით არ დაუპირისპირდეთ ხოლმე”– ასე ეხმაურება მუსლიმი ჯიხადისტების მიმართ გავრცელებულ ვიდეოზე საზოგადოებაში შექმნილ პანიკას დეპუტატი ლევან ქარდავა.
როგორც წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს ISIS საქართველოსთვის საშიშროებას არა არ წარმოადგენს ისევე როგორც რუსეთი და გეი აღლუმები.

,,წარმოადგენს თუ არა ISIS საშიშროებას? არა არ წარმოადგენს!!! ასევე არც რუსეთი, არც გეი პარადი, არც გლობალიზაცია და აშ. ესენი მხოლოდ გამოწვევებია(რომლებიც არ დაილევა), რაზეც ჩვენ მხოლოდ შიშით და დაბნეულობით ვრეაგირებთ, რადგან რეალურ საშიშროებების აღმოფხვრაზე თავს არ ვიწუხებთ. საშიში კი ჩვენი გაუნათლებლობა, შეუგნებლობა, უგუნურობა, არათანმიმდევრულობა, ერთმანეთის გაუტანლობა, უმადურობა, უნიათობა, უპასუხისმგებლობა და რწმენის დეფიციტია, რომ ჩვენზე რამეა დამოკიდებული(ან “გვაწყობს” ასე გვეგონოს), ან რამის შეცვლა ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულები ვართ მოვინდომოთ და დავიხარჯოთ ამისთვის. როგორც შედეგი მივედ-მოვედებით რაღაცეებს, რომ ჩვენი ხარვეზები გავამართლოთ, ან სულაც ვინმეს გადავაბრალოთ და მოჯადოებულ წრეზე ვიაროთ. ჩვენსავე უახლეს შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ ჭკუა, ისტორიულ მეხსიერებაზე ზედმეტია საუბარი. არ გვინდა თვალი გაუსწოროთ რეალობას, რომ მოცემულობა საქართველოში ჩვენი ქმედება-უმოქმედობის შედეგია, რომ ყველა გვიშავებდა და გვიშავებს იმდენს, რამდენის უფლებასაც ჩვენ როგორც საზოგადოება ვაძლევთ. მთავარი საფრთხეც ჩვენ ვართ და შველაც ჩვენშია. შიშების აყოლას ჯობს ჩვენ სრულყოფაზე ვიფიქროთ, რომ გამოწვევებს პანიკით არ დაუპირისპირდეთ ხოლმე“– წერს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთი თურქეთს სამხედრო რეაგირებით არ ემუქრება”
შემდეგი სტატიასტამბოლში ჩატარდა სტიქიური დემონსტრაცია