29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ლევან ქარდავა: თურქეთსა და საქართველოში მოსავლის ზრდის გამო, თხილის ფასის კლებაა მოსალოდნელი

მათი განცხადებით დაფიქსირდა ფოტოს გადაღებაც იმ მოტივით რომ საგადასახადოში გიჩვლებთო თუ მათ მიერ შემოთავაზებულ ქარხანაში არ ჩააბარებთ თხილსო. "თაიმერი" აღნიშნულ საკითხს თვალყურს მიადევნებს.

საქართველოში თხილის აღების სეზონის მოახლოებასთან ერთად, მწარმოებლები წელს ფასის კლებას პროგნოზირებენ. თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ქარდავას განმარტებით, ფასის კლების მიზეზი თურქეთში მოსავლის მოცულობის მკვეთრი ზრდა (800 000 ტონამდე) და საქართველოში თხილის მოსავლის მინიმუმ 10%-იანი მატებაა. ქარდავა აღნიშნავს, რომ 2025 წლის რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებით ფასი ნაკლები იქნება, თუმცა წინა არარეკორდულ წლებთან შედარებით მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ფასის ტენდენციების გარდა, სექტორში გამოწვევად რჩება ბაღების დაავადებები. ტრადიციულ ფაროსანასთან ერთად, რომელიც ნაყოფის ხარისხს აზიანებს, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში გავრცელდა ახალი დაავადება, რომელიც ხეების ხმობას იწვევს. სპეციალისტები ამ ეტაპზე ფერმერებს პრევენციისთვის სპილენძის შემცველი პრეპარატებით წამლობას ურჩევენ.

„ეს პრობლემა ამ ეტაპზე მოსავლის რაოდენობაზე რადიკალურად არ მოქმედებს, თუმცა თუ პროცესი ასე გაგრძელდა და რეაგირება არ მოხდა, ის აუცილებლად აისახება მოსავლის მოცულობაზეც. […] პრობლემა ჯერჯერობით მასშტაბური არ არის, თუმცა საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და თუ ზომები არ მივიღეთ, აუცილებლად მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“, — აცხადებს ლევან ქარდავა bm.ge-სთან.

ბოლო სამ წელში საქართველოდან თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს ექსპორტმა 89.5 მლნ დოლარი შეადგინა, შარშან, თურქეთში მოსავლის გაყინვის ფონზე დაფიქსირებული რეკორდული ფასების გამო, ამ მაჩვენებელმა 172 მლნ დოლარს მიაღწია, რის შედეგადაც თხილი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის ათეულში შევიდა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანთა რეგისტრაციაზე ახალი შეზღუდვები წესდება
შემდეგი სტატიაგერმანია ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს