„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან რთული გზა გავიარეთ და ძალიან ბევრი იმედგაცრუება ვნახეთ,“ – აცხადებს წალენჯიხის მოქმედი მაჟორიტარი ლევან ქარდავა, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში, წალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
ქარდავას თქმითვე, 2012 წლის არჩევნების შედეგის მიუხედავად, ძალინ ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანა წინსვლას გააგრძელებდა და 2012 წლამდე არსებული მიღწევები უკუქცევადი იქნებოდა. „სამწუხაროდ, „ოცნების“ მთავრობამ იმდენი მოახერხა, რომ ეს წარმატებები გააფერკმთალა,“ – ამბობს ქარდავა და 2012 წელს იხსენებს, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა:
„პოლიტიკაში არ მოვსულვარ როგორც პარტიის წარმომადგენელი. მაშინდელი ჩემი დაპირება კარგად მახსოვს, რასაც ხალხთან ყველა შეხვედრაზე ვიმეორებდი, რომ პარლამენტში რომელიმე პარტიის კი არა, წალენჯიხის წარმომადგენელი ვიქნებოდი. ოთხი წლის განმავლობაში, ამ პირობის ერთგული ვარ. ამ ხნის განმავლობაში, ადგილობრივი და ცენტრალურ ხელისუფლებისთვის ხშირად მითქვამს, მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაში ვიქნები თუ უმრავლესობაში, იქ ვდაგვარ, სადაც ჩემი წალენჯიხის ინტერესებია და თუ ვერაფერში დაგეხმარებით, ხელს მაინც არ შეგიშლით-მეთქი. ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ხელიც გავუწოდე, რადგან პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, მაგრამ ამ მთავრობას თანამშრომლობა და საქმის კეთება არ უნდოდა. ამ მთავრობას დაჩოქილი, პორტირებული ადამიანები უნდოდა, რომლებიც იმას გააკეთებდნენ, რაც „ოცნებას“ ენდომებოდა. ჩემთვის კი, უზენაესი იყო და არის არა პარტიული და პირადი ინტერესები, არამედ, ქვეყნის განვითარება. საქართველოს არ აქვს ფუფუნება, შეინახოს მთავრობა, რომელიც თავის მართლებითაა დაკავებული, თუ რატომ ვერ აკეთებს საქმეს.“
ქარდავას თქმით, საქართვველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც დიდი საგარეო გამოწვევების მიუხედავად, იპოვის გზას და ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებს.
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებს, „ნაციონალური მოძრაობაა“ და სწორედ ამიტომ დავრჩი ამ გუნდში. მიუხედავ იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა შემოთავზება, სხვაგან გადავსულიყავი, მაგრამ არ მქონდა იმის უფლება, სადეპუტატო მანდატი პირადი შეხედულებისამებრ განმეკარგა. ახლა ამ მანდატს ვუბრუნებ ხალხს, რათა 8 ოტომბერს სწორედ ხალხმა გადაწყვიტოს, მისი სახელით საქმის კეთება გავაგრძელო თუ არა,“ – აცხადებს ლევან ქარდავა და მოსახლეობის წინაშე პირობას დებს, რომ ძალასა და ენერგიას არ დაიშურებს, რათა ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ: ,,ნაციონალური მოძრაობამ” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა წარადგინა.ქარდავა წალენჯიხის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა
ლევან ქარდავა 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია.
2009-2012წწ- “მდგრადი განვითარების ინვესტიციები”; კომპანიის პრეზიდენტი გახლდათ. 2006-2008 წწ- საინვესტიციო კომპანია “GMIP”-ის გენერალური დირექტორი.
ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, არაბულ ენებს.
ლევან ქარდავა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად, სადაც 64.2%-ით გაიმარჯვა.