წალენჯიხა – ჩხოროწყუს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ქარდავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის – ობუჯის; ნაკიფუს; მიქავას; საჩინოს; მედანის; საკალანდიოს უბანსა და ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ესტუმრა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურულ/ სოციალური პრობლემები განიხილა, ასევე დეპუტატის როლსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარელად მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.