ლევან ქარდავა: დიდგორი ამ ნარატივით არ მოუგია ჩვენ წინაპრებს და დღემდე ეს ქვეყანა ამ ნარატივს არ მოუტანია

დღეს რაც ხდება ამის შემდეგაც, თუ კიდევ დაგრჩათ ეჭვი დღევანდელი ხელისუფლების არსთან დაკავშირებით, მაშინ მოგიწევთ შვილიშვილებს აუხსნათ, იმედია ჯერ კიდევ ქართულ ენაზე, რატომ დუმდით როცა თავისუფლებას გპარავდნენ და ქართული სახელმწიფოს გაგუდვას წინააღმდეგობას არ უწევდით… რადგან სამსახურის დაკარგვის გეშინოდათ და სესხები გქონდათ, რადგან ნაცები არ მოგწონდათ, რადგან მამაომ კურთხევა არ მოგცათ, რადგან კომბალს თლიდით და არ გეცალათ, რადგან კიდევ ბევრი მიზეზი გქონდათ რომ გაგემართლებინათ თქვენი უმოქმედობა და სიმხდალე! დღეს საქართველოს 20% კი არაა ოკუპირებული, არამედ სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტებია ოკუპირებული მოღალატეების და მათი მორჩილების მიერ. ეს ის გუნდია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ნარატივით “თუ დათვი მოგერია, ბაბაია უნდა დაუძახოო”… და ეს საზოგადოებამ მაშინ მიიღო და შესაბამისად იმკის და კიდევ მოიმკის ბლომად. დიდგორი ამ ნარატივით არ მოუგია ჩვენ წინაპრებს და დღემდე ეს ქვეყანა ამ ნარატივს არ მოუტანია. თავი არ მოიტყუოთ და ვერავინ მოგატყუებთ, ყველამ ყველაფერი იცით!!!-წერს ყოფილი პარლამენტის წერვი ლევან ქარდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისერგეი გავრილოვი: რიგი ქართველი დეპუტატებისგან ბოდიში მივიღეთ
შემდეგი სტატიაირკლი კობახიძემ და სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტები შეწყვიტეს