“დღეს მორიგი არჩევნების დღეა, მაგრამ არა რიგითი არჩევნების. ტრადიციულად მაღალი ემოციური ფონით და დამაბნეველი ანტურაჟით. თუმცა უკეთესი მომავლის მოლოდინით ვაკეთებთ არჩევანს, გვგონია დემოკრატიულ სახელმწიფოს ვქმნით, სადაც სამართლის უზენაესობა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები იქნება, რაც უზრუნველყოფს თანასწორობას და თავისუფლებას ყოველი მოქალაქისთვის, სადაც ბიძაშვილ- მამიდაშვილობით და “ქართულ ჯიგრულ პონტში” კი არ იქნება შეღავათები და შესაძლებლობები, არამედ შენი ნიჭის, განათლების და შრომის მიხედვით მოახდენ შენი თავის რეალიზებას. მდაა… ვოცნებობ? არა! უბედურება იცით რაა? ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით, უბედუება ისაა, რომ ასეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოების თავის ადგილს ვერ ხედავს და ვერც წარმოუდგენია როგორ. ამიტომაც ვეძებთ, თუ ვირჩევთ ბელადებს და “ბელადუკებს” რომლებიც არ თვლიან ანგარიშ-ვალდებულად თავს ამომრჩეველთან და ბატონ-პატრონები გონიათ მერე თავი. ამას ბევრი მიზეზი აქ და ახლა ამით არ მოგაწყენთ თავს.
ახალს ვერაფერს გეტყვით, როცა საარჩევნო სუბიექტი ვიყავი, მაშინაც არ მიმიცია ჩემი თავისთვის იმის თქმის უფლება, რომ მე ვიცოდი რა არჩევანი უნდა გაგეკეთებინათ. მე ჩემი სათქმელი მქონდა და ხედვა, არასდროს მესიჯბოქსებით არ მისაუბრია თქვენთან და არც ახლა ვაპირებ. უბრალოდ გავიმეორებ იმას, რითაც ვასრულებდი ყოველ შეხვედრას: აუცილებლად მიდით არჩევნებზე! არც არაფრის შიშით, არც არავის ხათრით და არც არავის ჯინაზე არ გააკეთოთ არჩევანი! გააკეთეთ შეგნებული არჩევანი! რადგან შეგნებული არჩევანი წარმოშობს ორმხრივ პასუხისმგებლობას და სასურველი შედეგის წინაპირობაა. ცვლილებები აუცილებელია დღეს, რათა განვითარების გზაზე დავდგეთ და მანკიერ სისტემას უთხრათ უარი.
მე ჩემი არჩევანი გავაკეთე უკვე და ოპოზიციას მივეცი ხმა!-წერს პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან ქარდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე