ლევან ნიკოლეიშვილი – ეს ყველაფერი დაიწყო ზუგდიდის არჩევნების შემდეგ, როდესაც „იარაღი ავიღოთ ხელში“ მოწოდებები ისმოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან

პოლიტოლოგმა ლევან ნიკოლეიშვილმა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი დაიწყო ადრე – ზუგდიდში არჩევნების შემდეგ, როდესაც მსგავსი მოწოდებები ისმოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ლალიაშვილის თქმით, სანდრა რულოვსის გამოსვლა, რომ „იარაღი ავიღოთ ხელში“, „ხმალს ავიღებთ და დავიწყებთ ბრძოლას“, ეს იყო მოწოდებები.

„რაც შეეხება ძალის გადამეტებას ამის თაობაზე, პირველივე დღეს ამ ეთერში განვაცხადე, რომ შესაძლოა იყოს ძალის გადამეტება, რომელიც ექვემდებარება გამოძიებას და რომლის ნებაც სახელმწიფომ გამოავლინა. ჩვენ არ გვახსოვს სხვა მიტინგების დაშლის, უფრო სწორად დარბევების დროს ყოფილიყო ასეთი გამოძიებები. ამის სამწუხარო გამოცდილებაც გაგვაჩნია. ეს არ დაწყებულა გავრილოვის ვიზიტით, ეს ყველაფერი დაიწყო ცოტა უფრო ადრე. თქვენ გახსოვთ ზუგდიდში არჩევნების შემდეგ, როგორი მოწოდებები ისმოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. თვითონ ქალბატონი სანდრას ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა, რომ „იარაღი ავიღოთ ხელში“, „ხმალს ავიღებთ და დავიწყებთ ბრძოლას“, ეს მოწოდებად აღიქმება და არ არის ეს ჩვეულებრივი გამონათქვამი. შემდეგ იყო სხვადასხვა მომენტები და სხვადასხვა მზადება. ძალიან მნიშვნელოვანია პანკისში რაც მოხდა, პოლიციასთან მიმართებაში. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია შეიძლება ითქვას, რომ რა ღონისძიებას განახორციელებდა პოლიცია, რა ქმედებას განახორციელებდა და ძალიან ხშირად გვესმოდა სხვადასხვა ეთერებში ნაციონალებისა და რადიკალური ძალების მხარდამჭერების მხრიდან, რომ ძალიანაც კარგი, პოლიციას მეტიც ეკუთვნის, უნდა ჩავქოლოთ, ეს ქვების სროლა გამართლებულიც კი იყო და რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს შესაძლებელი იყო. შემდეგ იყო ე.წ. ელგბტ თემის გააქტიურება, აქაც დაპირისპირების მცდელობა. გახსოვთ, რომ იგივე გახარიას და მისი უწყების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა ამ თემის წარმომადგენლებთან და ძალიან დელიკატური თხოვნა იმის თაობაზე, რომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე იქნებოდა უკეთესი, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულიყო, რჩევა პირდაპირ შეიძლება ითქვას. რა მასშტაბებსაც ისინი აპირებდნენ და გახსოვს, როგორც კი დასრულდა შეხვედრა, იმ წამსვე მოხდა რეაგირება ამის თაობაზე, რომ ჩვენ მაინც ჩავატარებთ და განსაკუთრებით მხარდაჭერა “მაინც ჩავატარებზე” მიიღო ამ ხალხმა საიდან? ნაციონალური ტელევიზიიდან, ნაციონალების პროპაგანდისტული მანქანიდან რუსთავი 2-ის მხრიდან, რომელიც ძალიან დიდ მონაწილეობას ღებულობდა ამ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. როგორც ჩანს იმ დღეს იყო ისეთი გათვალა, რომ სტრუქტურები ვერ იმუშავებდნენ. ნახეს პანკისში, რომ ქვების დაშენის შემდეგ პოლიცია მათ თმენით მოეკიდა, არავითარი ძალადობა არ განახორციელა, თუმცა კანონით ჰქონდათ მათ სრული უფლება, რომ მათ ეს გაეკეთებინათ და მათ ეს იმედი გაუღვივდათ, რომ ასეთი რამე შესაძლებელი იყო”. – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა ლალიაშვილი : გიორგი გახარია ეხლა კი არ უნდა გადადგეს, გახარია უნდა გადამდგარიყო იმ შემთხვევაში თუ ის ვერ დაიცავდა საქართველოს პარლამენტის შენობას
შემდეგი სტატიაგია აბაშიძე – „ამერიკა და ევროპა მხარში უდგანან ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მათ დაიცვეს კონსტიტუციური წესრიგი“