ლევან მურუსიძე: პრეზიდენტის განცხადება არის ზეწოლა სასამართლოზე

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ არჩეული ლევან მურუსიძე, მის არჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვად აფასებს და გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს:
„მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მინდა განვაცხადო, რომ ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოსამართლეებს პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა, ამ კონსტიტუციაში საუბარია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე და ჩემი სურვილი იქნებოდა , რომ ეს რეალურად განხორციელებულიყო და ქაღალდზე არ დარჩენილიყო, როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის პრეზიდენტის განცხადება არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, როდესაც მე 2013 წელს იუსტიციის საბჭოს მდივნად ამირჩიეს მაშინ არც პრეზიდენტს და არც სხვას არ გახსენებია გირგვლიანის საქმე და პროტესტი არ გამოუხატავს. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ სცეს პატივი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იუსტიციის საბჭოს წევრებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ზეწოლას გაუძლეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება სასამართლოს ინტერესებს.“- განაცხადა ლევან მურუსიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ადამიანებს გვაქვს თვისებაა, რომ ავირჩიოთ ის, ვისთანაც თანამშრომლობის აწყობილი მექანიზმი გვაქვს