ლევან მურუსიძე ფიქრობს, რომ ნინო გვენეტაძე მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ მურუსიძემ ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. რაც შეეხება საბჭოს არამოსამართლე წევრებს, მურუსიძის განცხადებით, მას მოსამართლე წევრების მხარდაჭერის იმედი აქვს, თუმცა დაუჭერენ თუ არა მის კანდიდატურას მხარს, თავად მათი გადასაწყვეტია.
“მოსამართლე წევრებს რაც შეეხება, მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ერთად მოვდივართ, ერთად ვიბრძვით და ეს ორი წელი ერთად გამოვიარეთ, ასევე ერთად ვიდექით სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში”, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ,,ქართული ოცნების” რაიონული ორგანიცაზაციის თავმჯდომარე ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა აირჩიეს
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე: სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა