ლევან მურუსიძე – ნახირი ხომ არ არის აქ შეკრებილი, მოსმართლეები იმსახურებენ, შენი არგუმენტები წარუდგინო

„ეს რა, მართლა ნახირი ხომ არ არის აქ შეკრებილი“,- ასე ეხმაურება ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, არამოსამართლე წევრების პოზიციას.

მიუხედავად მოსამართლეების მხრიდან არაერთი მოწოდებისა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს, საკუთარი შეფასება არ დააფიქსირეს.

ლევან მურუსიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, სასურველია საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასების მოსმენა.

„სასამართლო კორპუსი მგონი, იმის ღირსი მაინც არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი, არგუმენტები მაინც უნდა წარმოადგინონ და ელემენტარულად თქვან, რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და რატომ არ უჭერენ მეორეს. მოსამართლეთა კორპუსმა პატივისცემა გამოხატა და სთხოვა მათ, პოზიცია გამოეთქვათ, მათ კი, დუმილი არჩიეს. შესაბამისად, რომელ ამხანაგურ სასამართლოზეა აქ საუბარი? მოსამართლეთა კორპუსი თვლის, რომ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიც არის მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა, ელემენტარული ზრდილობაა მოსამართლეს აუხსნა, რატომ არ ეთანხმები ამას. ეს რა, ნახირი ხომ არ არის მართლა შეკრებილი აქ. ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც მართლმსაჯუებას ახორციელებენ, შენ ხარ საბჭოს წევრი და ანგარიშვალდებული ხარ, შენი არგუმენტაცია წარმოადგინო. ამას ითხოვდა დღეს სასამართლო კორპუსი“,- აცხადებს ლევან მურუსიძე.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, სააკაშვილს დავაკავებ
შემდეგი სტატიაგორში, სამხარეო პოლიციასთან სიახლოვეს,სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს