ლევან მურუსიძე: მე არ ვარ ისტორიაში პირველი შემთხვევა, ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ

მე არ ვარ ისტორიაში პირველი შემთხვევა, ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ის პრობლემა გახდა მაშინ, როდესაც სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა.

„ჩემ შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, როცა სასამართლოს ლიდერად ჩამოვყალიბდი, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაში,,საჭიროების შემთხვევაში, საოჯახო ცენტრები 24/7-ზე რეჟიმით იმუშავებენ და ტრანსპორტითაც დავეხმარებით”
შემდეგი სტატიამურუსიძე არ ყოფილა გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე