ლევან მურუსიძე – იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე შეტევა მიმდინარეობს

მოსამართლეთა თანამდებობებზე გარკვეული პირების დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე შეტევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა მე-15 კონფერენციის დაწყებისას განუცხადა.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რა პოზიცია ექნება თავად სასამართლო სისტემას.
“დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია შემდეგი კუთხით: მოგეხსენებათ, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მიმდინარეობს შეტევა, რათა მოსამართლეთა თანამდებობაზე გარკვეული პირების გაყვანა არ მოხდეს. ამაზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, ვისაც ეს ეხება და ვისაც არ ეხება, არის კომპეტენტური, თუ არ არის კომპეტენტური. დღევანდელი დღე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მოვუსმინოთ ადამიანებს, ვისაც ამ სფეროში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, მაინტერესებს, რა პოზიცია ექნება სასამართლო სისტემას, რა პოზიციაც ექნებათ, იმას გავატარებთ შემდგომში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედი მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება, სამოსამართლეო საქმიანობის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. მის ამ გადაწყვეტილებას იურისტთა წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“Air France”-ის ბორტზე ბომბი აღმოაჩინეს- მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაუნდა ველოდოთ თავად შსს-ს მიმართვას მოსახლეობისადმი, მოიმარაგონ პროდუქტი, იარაღი, ტყვია-წამალი”