ლევან მურუსიძე გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

პროკურატურის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის საფუძველზე გამოძიების დაწყების ფაქტს, ლევან მურუსიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს უწყებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ე.წ. ტესტების სკანდალის დეტალებთან დაკავშირებით ლევან მურუსიძე არ საუბრობს. მისი თქმით, საქმის დეტალებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხს ის საგამოძიებო უწყებაში გასცემს.

„ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ დამთავრდება სპეკულაცია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პროკურატურას მიეცემა საშუალება, რომ მართლაც გამოიძიოს რეალობა. ჩვენ რა თქმა უნდა მეც პირადად და საბჭოს წევრებიც მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. თავის დროზე მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს ტესტებთან თეორიული წვდომა არ ჰქონდათ, მაგრამ გამოძიება დაადგენს ყველაფერს,“-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიასაქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის