ლევან მურუსიძე დააჯარიმეს

საჯარო სამსახურის ბიურომ წელს 14 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. მათ შორის უარყოფითად შვიდი დეკლარაცია შეფასდა.

ხელფასის 20 პროცენტის ოდენობით ხუთი მოსამართლე დაჯარიმდა, მათ შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე და გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რომან კუპატაძე.

ქონებრივ დეკლარაციებში არაარსებითი დარღვევის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ცისანა სირბილაძე და ხათუნა კაკაბაძე გააფრთხილა.

banner
წინა სტატიაშიქონებრივი დეკლარაციების შემოწმების შედეგად 59 დეპუტატი დაჯარიმდა
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე – მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა