ლევან მურუსიძე და იუსტიციის საბჭოს წევრები ვენეციის კომისიაზე ნაწყენები არიან – კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთარ კახიძის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოს, იუსტიციის დეპარტამენტის, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. კახიძის თქმით, ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ძალიან არ მოსწონთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ინტერესთა კონფლიქტისა და საკვალიფიკაციო გამოცდების თაობაზე.

„ზოგადად ვენეციის კომისიაზე ძალიან ნაწყენები არიან. ასეთ რეკომენდაციებს არ ელოდნენ, თუმცა ვალდებულება, რაც “ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს, უნდა იყოს შესრულებული. თუ გადაწყვეტენ, რომ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გვერდის ავლით მიიღონ, უმძიმეს მდგომარეობას კიდევ უფრო დააზიანებენ. ამით საზოგადოება კარგად დაინახავს “ქართული ოცნების“ რეალურ სახეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოთარ კახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაინტერესებულ მხარეებთან განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიხანძარს წმ.დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილი- ჯვარი გადაურჩა
შემდეგი სტატია“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” – კვაჭანტირაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე