ლევან მურუსიძე: ბოლო თვეების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიდის შტურმი

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, შეკრებაზე არ იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მიზეზი ნინო გვენეტაძის საზღვარგარეთ ვიზიტია.

არსებული ინფორმაციით, კონფერენციის გაწერილი დღის წესრიგი არ არსებობს. საბჭოს წევრების განმარტებით, ისინი იმსჯელებენ სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ასევე, სადისციპლინო კომიტეტის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხილულ საქმეებზე.

“ბოლო თვეების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიდის შტურმი, არასწორი ინფორმაციების მიწოდებით, მოსამართლეთა პირდაპირი ლანძღვა-გინება, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მოსამართლეები შევიკრიბებით დავილაპარაკებთ, დავგეგმავთ რა იქნება მომავალში,” – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე.

banner
წინა სტატიაში“კონსტიტუციით ამის პირდაპირი ვალდებულება არ არის”- დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას მინისტრები?
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე: მერიაში საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია