ლევან მგალობლიშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რაზვან როტუნდუსთან გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა, საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი