ლევან მგალობლიშვილი – ლორიკ მარშანიას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი სახალხო დიპლომატია მიაჩნდა

დღეს ჩვენი დროის აფხაზის, აფხაზეთის მკვიდრის, ცნობილი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას იუბილეა, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ლორიკ მარშანია აფხაზეთს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ხედავდა და კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზებს განიხილავდა.
„მისი სიტყვები „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება“ ამბობდა ყველაფერს და აფხაზების მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად კი მას ცივილიზებული, მშვიდობიანი სახალხო დიპლომატიის მეთოდები მიაჩნდა“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.
ლორიკ მარშანია 1932 წლის 24 ნოემბერს ოჩამჩირეში დაიბადა. იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1992-2002 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ მუშაობდა. ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს -თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი-პარტია “გახარია საქართველოსთვის”