ლევან მგალობლიშვილი – ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ

ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დროებით დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საგანმანათლებლო პროცესების აქტიური ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

„განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალ თაობებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი განათლების მიღების პროცესში“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ყოველი ადამიანი – დიდი თუ პატარა – უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები
შემდეგი სტატია„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” -ჰერჩინსკი