ლევან მამალაძე: მოლაშვილის სიკვდილი ყველაზე მეტად სააკაშვილს აწყობდა

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილი მიხიელ სააკაშვილის დავალებით ვალერი გრიგალაშვილმა აწამა.

მამალაძე ვრცლად იხსენებს იმ ინფორმაციას, რომელიც მოლაშვილმა მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიაწოდა.

მამალაძე წერს, რომ მოლაშვილის სიკვდილი ყველაზე მეტად სააკაშვილს აწყობდა, დავალება კი, გრიგალაშვილმა შესარულა.

“სულხან მოლაშვილს პირადად ჩემთვის აქვს მოყოლილი, როგორ უკეთებდა მის წამებას ორგანიზებას პროკურირი ვალერი გრიგალაშვილი, თუ როგორ აქრობდნენ მის სხეულზე სიგარეტებს, უერთებდნენ ელექტროდებს და გაურკვეველ პრეპარატებს უკეთებდნენ! სააკშვილმა 2004 წელს სულხანის წამების და ბიძაჩემის მკვლელობის საფასურად, გრიგალაშვილი თბილისის პროკურორად დააწინაურა.

სულხან მოლაშვილი ასახელებდა კონკრეტულ გვარებს ვინც აწამებდა და მისი საქმე შეკერა. მან პირველმა აცნობა საზოგადოებას რა ძალადობა ხდებოდა ციხეებში, როგორ აცლიდნენ პატიმრებს ორაგნოებს, უპატრონო გვამებს კი უმოწყალო უკეთებდნენ უტილიზაციას. 2012 წლიდან სულხან მოლაშვილი საქართველოს პროკურატურას არ მოუწვევია და ერთხელაც არ გამოუკითხავს დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა ტელევიზიით მრავალგზის დააფიქსირა “პროკურატურამ დამიძახოს და ყველაფერს მოუყვებიო”!

რა გამოძებაზე ლაპარაკობს გრიგალაშვილი! ზონდერები, მწამებელი გამომძიებები და ცილისმწამებელი მოწმეებიც მაგათი იყო! რასაც უნდა იმას წერდნენ და სასამართლოს “აპრავებინებდნენ”. ასეთი იყო სააკაშვილის სამართალი და მართლმსაჯულებაც! ვალერა გრიგალაშვილი კი იმ ნაცისტებს მაგონებს, რომლებიც ოსვენციმსა თუ ბუხენვალდში ტყვეებს აწამბდნენ, გაზის კამერებში გუდავდნენ, საბუთებით კი დამნაშავეებად და სნეულებით დაღუპულად აფორმებდნენ. შემდეგ ეს “გრიგალაშვილები” სახლში მივიდოდნენ, მოკლული ბავშვების სათამაშოებს შვილებს ჩუქნიდნენ და ოჯახს ეხუტებოდნენ!

მოლაშვილი პირველი პოლიტპატიმარი იყო, რომლის პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები და ციხეში წამება ევროპის სასამართლომ აღიარა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო გამოეძია სულხან მოლაშვილის საქმე , მოძალადე პროკურორები და გამფორმებელი მოსამართლეები დაესაჯა. სამწუხაროდ არაფერი არ გაკეთდა, სულხან მოლაშვილი კი ცოცხალი აღარ არის! მოხდა ის რაც სააკაშვილს და გრიგალაშვილის მსგავსთ აწყობდათ. სულხანის გარდაცვალებით მათ, დანაშაულის მსხვილი მამხილებელი ჩამოიშორეს.

რატომ არ მოახდინა მთავრმა პროკურატურამ რეაგირება სულხან მოლაშვილის განცხადებებზე და რატომ მიჩქმალეს სააკაშვილ-გრიგალაშვილის მამხილებელი ჩემი საქმე, შემდგომ პოსტში განვმარტავ!”, – წერს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი საფრანგეთში გარდაიცვალა. მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში, ის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს
შემდეგი სტატიაკონიაკ „ჰენესის“ აქციზური მარკის გარეშე რეალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს