ლევან მამალაძე: ხალხი პროკურორებს ოქტომბრამდე აძლევს ვადას, რომ საკუთარი გადაცდომა გამოასწორონ

ლევან მამალაძე შეწყალებას ითხოვს

პოლიტიკური მოძრაობა “სახალხო ხელისუფლება” პოლიტპატიმრების რეგისტრაციას და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის პროცესს იწყებს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მამალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, “სკაიპით” ჩართვისას განაცხადა, ვინც რეგისტრაციას გაივლის, მოძრაობა მათ საქმეებზე შესაბამის დოკუმენტაციას და მტკიცებულებებს შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს წარუდგენს.

“ხალხი მათ ვადას აძლევს ოქტომბრამდე, რომ გამოასწორონ ვითარება და რაზეც პასუხისმგებლობა აიღეს, შეასრულონ. იმ პროკურორებს, რომლებმაც გადაცდომა ჩაიდინეს, მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი არ დავაკისროთ, არამედ გამოასწორონ საკუთარი გადაცდომა. ასევე საშუალებას ვაძლევთ მოსამართლეებს, რომ გამოასწორონ ის უკანონობა, რომელიც მათ ჩაიდინეს. თუ ეს არ მოხდება ოქტომბრამდე, ამის შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნება და უკვე აღარ მიეცემათ საშუალება, რომ დამნაშავე პროკურორმა თავი შეაფაროს სამართალდამცავ უწყებებს ან ვინმე დამნაშავე მოსამართლემ თავი შეაფაროს სასამართლოს”, – განაცხადა ლევან მამალაძემ და აქვე დასძინა, რომ ამისთვის გატარდება შესაბამისი რეოფორმები, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სასამართლო სისტემაში.

პოლიტიკური მოძრაობა “სახალხო ხელისუფლების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარების შემდეგ, ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა და ის ადამიანები. რომლებიც ციხეში ტყუილად იჯდნენ, მათ უფლებები არ აღუდგათ.

“ფაქტიურად დღეს ხელისუფლებაში მყოფმა, უსუფაშვილმა, ხიდაშელმა და სხვებმა გააგრძელეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი. როდესაც პარლამენტმა აღიარა 200-ზე მეტი ადამიანი პოლიტპატიმრად და მათ მიეცათ პოლიტიკური სტატუსი, ამის შემდეგ მათ მიმართ აღძრული საქმეები და სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა გამხდარიყო უკანონო. თუმცა დღემდე მათ უფლებები არ აღუდგათ, ისინი დღესაც არიან დამნაშავეები და არიან ნასამართლევები”, – განაცხადა ლევან მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაუდგენელმა პირებმა დიღმის ტყე-პარკში ხეები გახმობის მიზნით განზრად დააზიანეს
შემდეგი სტატიაუსუფაშვილმა როსტოვის ავიაკატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა