3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ლევან მახაშვილი: ზოგიერთი ცხელი თავი ომობანას თამაშს ცდილობს, დროა, გაიზარდონ

ზოგიერთი ცხელი თავი ომობანას თამაშს ცდილობს, ამ ასაკიდან ვერ გამოვიდნენ, დროა, გაიზარდონ და სახელმწიფოზე პასუხისმგებლობა აიღონ. ეს არ არის რომელიმე კომპიუტერული თამაში, ეს არის სახელმწიფო და ხალხი, რომლის მშვიდობიან განვითარებაზე პასუხისმგებლობა აქვს ასაღები ნებისმიერ პოლიტიკოსს თუ იმ ადამიანს, ვინც საჯარო განცხადებას აკეთებს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ეს ადამიანები უნდა გაიზარდონ და ომობანას თამაშს და სახელმწიფოს ბიძგებას თავი დაანებონ უმძიმესი პროვოკაციებისკენ. გვახსოვს, უკრაინაში რომ ომი დაიწყო, ეს ცხელი თავები როგორ მოგვიწოდებდნენ უმძიმესი პროვოკაციისკენ. ეს ადამიანები სახელმწიფოს რუსეთთან სამხედრო პროვოკაციისკენ უბიძგებდნენ. განცხადებები იყო, რომ ქვეყანა ისტორიის სწორ მხარეს დამდგარიყო.

დღესაც იგივე განცხადებები გვესმის ირანში მიმდინარე პროცესების შედეგებისას. თურმე დღეს არის ისტორიული მომენტი, რომ ავირჩიოთ, ისტორიის რომელ მხარეს უნდა ვიდგეთ – ისტორია მეორდება, ერთი ერთში.

როგორც ოთხი წლის წინ რისკენაც უბიძგებდნენ ქვეყანას, იმავეს აკეთებენ დღესაც, ამ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა – საზოგადოებას მოუსმინონ, დასავლეთს, ჩრდილოეთს კი ნუ უსმენენ. ხალხს მოუსმინონ, რა დაკვეთას აძლევს – ოთახებში, კრიმინალური ოჯახებივით რომ იკრიბებიან, დონ კორლეონესავით, რეგიონებში გავიდნენ, ხალხს მოუსმინონ, რა უნდა და რა დაკვეთას აძლევს.

ხალხმა დაინახა, ვინ არის პასუხისმგებლობიანი და ვინ – არა. ახლა ეს პოლიტიკოსები გამოდიან და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა, მორალური პედისტალიდან მთავრობას ჭკუას ასწავლიან. ისტორია ყველაფერს თავის სახელს უკვე არქმევს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ხვთისიაშვილი: დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი: “ლელოც”, გახარიაც და “ნაცმოძრაობაც” ერთი და იმავე ვერტიკალით იმართება