საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენის პროცესი შალვა პაპუაშვილის ვიზიტით ოფიციალურად დაიწყო.
„ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. საქართველო მხოლოდ სამართლიან მოპყრობას, ობიექტურ შეფასებას და დამოკიდებულებას ითხოვს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, რა პერსპექტივა არსებობს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ვიზიტი შედგა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა, ახლა კი, პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში გრძელდება.








