10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ლევან მახაშვილი: პოლიტიკური ხმაურის გარდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს სხვა მნიშვნელობა არ აქვს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ხმაურის გარდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს სხვა მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსით, სულისკვებით, მიზნებით და ავტორებით დოკუმენტი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და დიალოგის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის თანამშრომლობისთვის, პრაქტიკული დიალოგისთვის და პარტნიორობისთვის.

„როდესაც ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებს, განცხადებებს და ტყუილებით სავსე დოკუმენტს ვხედავთ, ეს ორმხრივ თანამშრომლობას და დიალოგს აზიანებს. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი ბოლო წლების განმავლობაში ამ დიალოგის ხელის შემშლელად ჩამოყალიბდა. პოლიტიკური გაუგებრობების მიუხედავად სახელმწიფოებთან და ზოგადად ევროკავშირთან ბევრი მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ევროპარლამენტი ყოველთვის იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშის და შტურმის სათავეში. 2029 წლამდე, როდესაც ევროპარლამენტს აქვს უფლებამოსილება, ნაკლები მოლოდინები გვაქვს, რომ ევროპარლამენტში რამე შეიცვლება. თუმცა ამ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ევროპარლამენტი თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ერთ თუ ათასს რეზოლუციას მიიღებს, ჩვენთვის მნიშვნელივანი აღარ არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიAxios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან
შემდეგი სტატიარა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში