30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ლევან მახაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს არის სააკაშვილის მეგობრების ხმაური და მეტი არაფერი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია შეაფასა და მას „უხეში ბრალდებებითა და ტყუილებით გაჟღერებული დოკუმენტი“ უწოდა. მისი თქმით, ტექსტში არაფერია ახალი და საინტერესო, ქვეყანა კი განვითარებას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს.

მახაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება მხოლოდ მავნე საგარეო ჩარევებისგან იცავს ქვეყანას, თუმცა მზად არის სამართლიანობის ნიადაგზე კონსტრუქციული დიალოგისთვის:

„საქართველოს უკან დასახევი გზა არა აქვს, იმიტომ რომ საქართველო არავის არ უტევს, საქართველო იცავს თავის თავს, ქვეყანას და საზოგადოებას. ჩვენ, ამის მიუხედავად, მზად ვართ, თუ რეალურად პრობლემები აინტერესებთ და არა პრობლემებისგან გაქცევა ან თემის შეცვლა, პრობლემებზე დავსხდეთ და კონსტრუქციულად ვისაუბროთ“, — განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, PACE-ს მიერ 83 ხმით მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციურ აზრზე ზეწოლა გრძელდება. დოკუმენტში მიუღებლადაა შეფასებული ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვისა და მათი ლიდერების სამართლებრივი დევნის ინიციატივები.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალისთვის უმნიშვნელოვანესია
შემდეგი სტატიაგიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს: მომეცით ბერკეტი და რეკომენდაციების შესრულების პროცენტი რადიკალურად შეიცვლება