5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ლევან მახაშვილი: მზად ვართ, საქართველოს პოზიციები სამართლებრივ ჭრილში ნებისმიერ სასამართლოში დავიცვათ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებით სრულ სიგიჟეს ვისმენთ, რადგან თავისი კრიტერიუმები აქვს, რომლის შესაბამისად განიხილება საქმეები.

„საქართველოს შემთხვევაში ჰააგაზე საუბარი ჩვეულებრივი მანიპულაციაა. თუ არ არის და, კი ბატონო, მიმართონ – უნდათ ჰააგის სასამართლოს, უნდათ სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს პოზიციები სამართლებრივ ჭრილში ნებისმიერ სასამართლოში დავიცვათ. ფაქტია, რომ ეს იყო წინასწარ დაწერილი ანგარიში და წინასწარ ორკესტრირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, არ ვიცი, იქნებ ორ დღეში „ჩატჯიპიტის“ დააწერინეს და ხელოვნური ინტელექტით შეაჯამებინეს, შეიძლება, ერთი-ორი შტრიხი თავადაც შეიტანეს. არ შეიძლება, ამ პროცესს სხვა ახსნა ჰქონდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ბუჩაში ომის დანაშაულების ჩამდენი ცხრა რუსი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა