26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ლევან მახაშვილი: ელენე ხოშტარიას გათავისუფლება მისსავე ხელშია, დანაშაულს თუ აღიარებს, იმავე წამს გაფორმდება საპროცესო

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას საკითხზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ხოშტარიამ თავად თქვა უარი გირაოს გადახდაზე, მისი გათავისუფლება კი დანაშაულის აღიარებაზეა დამოკიდებული, რის შემდეგაც სახელმწიფო მზად არის საპროცესო შეთანხმება გააფორმოს.

მახაშვილმა ასევე უპასუხა ოპოზიციონერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა პატიმარს სათანადო მკურნალობა უტარდება:

„დანაშაულს თუ აღიარებს, სახელმწიფოს აქვს დაფიქსირებული პოზიცია, იმავე წამს გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და თავისუფალი იქნება… რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მასთან ერთად 12 000 სხვა პატიმარიცაა, სათანადო სამედიცინო მომსახურება ყველას ეწევა. სამედიცინო სერვისი არ არსებობს, რისი გაწევის შესაძლებლობაც საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს“, — განაცხადა ლევან მახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაუტანელი სიცხე იტალიაში: 24 საათში 5 ადამიანი დაიღუპა, 18 ქალაქში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული
შემდეგი სტატიამაკრონი: საფრანგეთმა სიცილიის სანაპიროსთან რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობის ტანკერი დააკავა