10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ლევან მახაშვილი: ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა, ერთი სული აქვთ, რომელიმე დრონი ჩამოვარდეს აქ

„ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა, ის პირდაპირ უნიშნავს წერტილებს, სადაც უნდა მიიტანონ იერიში სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ასე ეხმაურება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებას, სადაც გენერალ-მაიორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაასახელა საქართველოში კონკრეტული ობიექტებიც, რომელიც მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს.

მისი თქმით, გენერლის განცხადება საბოტაჟს ჰგავს.

„ეს არის საბოტაჟი და საინფორმაციო დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ. განსაკუთრებით ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა. ეს ადამიანი პირდაპირ უნიშნავს იმ სუსტ წერტილებს, სადაც უნდა მიიტანონ იერიში სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, რა ჰქვია ამას თუ არა ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ნაბიჯები. ამათი სურვილია, რომ ქვეყანა ჩაერთოს ომში და კონფლიქტში.

ერთი სული აქვთ, რომელიმე დრონი ჩამოვარდეს აქ და რომელი სკოლას დაეცეს თავზე, რომ უფრო აგრესიულად მოუწიოს საქართველოს ომში ჩართვა. ეს ადამიანები პირდაპირ მოუწოდებენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ  საქართველოც ამოიღონ მიზანში“, – აღნიშნავს მახაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე: დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ
შემდეგი სტატიაჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დეტექტივის ჩვენება- ფარცხალაძეს და მიქაძეებს ჯანგველაძესთან ხშირი კვეთა, ბოლო პერიოდში კი დაპირისპირება ჰქონდათ