ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომ მუშაობა აპრილის ბოლოს უნდა მორჩეს და ერთი თვე კიდევ დარჩენილია.
„არ ვიჩქაროთ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას ზოგადად გახასიათებთ ამჩატება, რაღაც განცხადებების კეთება და საბოლოო ჯამში მერე რაღაცები სხვანაირად ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც, გარწმუნებთ, რომ როგორც ჩვენ ვადა გვაქვს აღებული აპრილის ბოლო, დაიდება კონკრეტული გეგმა რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები.
მაგიტომ არ იჩქაროთ. დღეს რომ აპრილის მაგივრად იყოს პირველი მაისი, მაშინ ლეგიტიმური იქნებოდა თქვენი მხრიდან ეს განცხადება, მაგრამ ერთი თვე დარჩენილია და ამ ერთ თვეში დავდებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც დავპირდით საზოგადოებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
















