9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ლევან მაჭავარიანი: “ნაცმოძრაობა” და მათი მდიდარი “ენჯეოები” დაკავებულები არიან იმით, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს მოსახლეობას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და რომ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ეს გასაკვირი არ არის, ესენი არიან აქტორები – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ჩვენ ხელს გვიშლიდნენ ვიზალიბერალიზაციის გაფორმებაში, კანდიდატის სტატუსის აღებაში და ამჯერად ისინი უკვე დაკავებულები არიან იმით, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოსახლეობას და დაისაჯოს ქართველი ხალხი.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ ამაში ეხმარებიან გერმანიის ელჩი და ბატონო ჰერჩინსკი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივად მოგვევლინნენ. ისინი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია არავისთვის, რომ ჩვენი ხალხი დაისაჯოს, მაინც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიCENTCOM: აშშ-ს იერიშის შედეგად იწვის ირანული დრონების ავიამზიდი
შემდეგი სტატიახათუნა თოთლაძე: ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში