„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიას განახლების რესურსი არ გააჩნია, რადგან „რადიკალურ ოპოზიციასთან“ თანამშრომლობა არავის სურს.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლო თავმჯდომარეობაზეც:
„ნანუკა ჟორჟოლიანი კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა… თუმცა, კარგ ლობიანს რომ აკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები“, — აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და პოლიტიკური წონა მკვეთრად ეცემა და ორგანიზაცია „პლინტუსს ქვემოთ“ ჩადის.















