„ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის მიერ პარლამენტარ თენგიზ შარმანაშვილის მისამართით თქმულ სიტყვებს — „ზეზეული გვამი“ და „პოლიტიკური არარაობა“, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მაჭავარიანის თქმით, ეს ვიდეო მკაფიოდ აღწერს რადიკალური ოპოზიციის ზნეობრივ უფსკრულს:
„ახალგაზრდა, რომელიც აგენტურულ დავალებებს ასრულებს, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე — პატრიოტზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის წევრი იყო და კონსტიტუციის შექმნაში მონაწილეობდა. დათუნაშვილის პარტიას ვუსურვებ, საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც შარმანაშვილმა მოახერხა“.
















