9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ლევან მაჭავარიანი: კრიზისი ოპოზიციაშია, საქართველოში კრიზისი არ არის

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ლელომ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მანდატები დახია და თავის ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ამას როდესაც აღიარებენ, შემდეგ ვიფიქრებთ, ზოგადად, საუბარზე. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ საუბარს არ ვაპირებთ არც „ლელოსთან“ და არცერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიასთან, პარლამენტის ფორმატის გარდა. კრიზისი რადიკალურ ოპოზიციაშია, საქართველოში კრიზისი არ არის. ქვეყნის მართვა ჩვეულებრივად მიმდინარეობს, პარლამენტი და მთავრობა მუშაობენ. შესაბამისად, ვერანაირი კრიზისის ნიშნებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: პაპუაშვილი არის ერთ-ერთი მოწინავე მედროშე ამ რუსულ მისიაში
შემდეგი სტატიაოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – შემთხვევა სენაკში