28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ლევან მაჭავარიანი: “ენმ”-ში ხმაური გარედან დაკვეთილი სპექტაკლია — ცდილობენ, “ლელო” და გახარია “ნაცმოძრაობას” გაემიჯნონ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ახალი არაფერი ისმის და პარტია ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციურ ალიანსში არსებული შიდა დაპირისპირება რეალურად გარედან მართული პროცესია:

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხმაურს და ალიანსში სპექტაკლების გათამაშებას — ეს ხმაური იყო გარედან დაკვეთილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება ხმაურს მიეპყრო და შესაბამისად, ამ გარე ძალებს „ლელო“ და გახარია ამ აგენტურული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ გაემიჯნათ ჩვენი საზოგადოების თვალში“, — განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ პარტნიორები 14 წლის განმავლობაში უშედეგოდ დებდნენ ფსონს ერთსა და იმავე კონფიგურაციაზე, ახლა კი ცდილობენ, 2028 წლის არჩევნებისთვის „ლელო“ და გახარია დამოუკიდებელ მოთამაშეებად წარმოაჩინონ.

დეპუტატის თქმით, საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია, რასაც 2025 წლის მონაცემებიც მოწმობს, სადაც გახარიას პარტიის ამომრჩეველთა რაოდენობა გაუმესამედდა, ხოლო „ლელოს“ — გაუნახევრდა.

banner
წინა სტატიაშიროგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ივანიშვილმა მდინარაძე “ნაგავში მოისროლა”, კობახიძე კი ძმაკაცის გადარჩენას ცდილობს