11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ლევან მაჭავარიანი: ბარამიძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა – ეს აფხაზეთის ომის გმირების უპატივცემულობაა

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება აფხაზეთის ომის ვეტერანებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იყო.

მაჭავარიანის შეფასებით, ბარამიძის მიერ გაჟღერებული პოზიცია კარგად გააზრებული კამპანიის ნაწილია, რომელსაც მოგვიანებით სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც შეუერთდნენ.

„ბარამიძემ წამოიწყო ძალიან ბინძური კამპანია, რაც შემდეგ ბატონმა ნიკა გვარამიამ და ქალბატონმა სამადაშვილმა გააგრძელეს, შემდეგ კი ბატონმა სააკაშვილმა დააგვირგვინა.

ეს ყველაფერი კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება. ერთის მხრივ, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა და მეორეს მხრივ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების საქმეზე დადგენილ დეტალებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე გია ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის რუსეთის დავალება — დააკავეს ადამიანი, რომელიც ქვეყნისთვის იარაღით ხელში იბრძოდა