ლევან კონჯარია : ჩვენი მომხრეები გვაიმედებენ, რომ ხმას ყველანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მისცემენ

არჩევნების მეორე ტურში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ქალაქ ზუგდიდის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ლევან კონჯარიამაც.

“ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, წინასვლას. მეორე ტურში ჩვენ გვაქვს შანსები, ჩვენ ჩვენი მხარადმჭერები გვყავს. ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოში 500 000-მა ადამიანმა მისცა “ნაციონალურ მოძრაობას” ხმა. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი მომხრეები გვაიმედებენ, რომ ხმას ყველანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მისცემენ”, – განაცხადა ლევან კონჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმა მეუღლესა და შვილთან ერთად მისცა
შემდეგი სტატიაანა მიქელაძე : ცესკო-ში ამ ეტაპზე ორი საჩივარია შესული