ლევან კობერიძეს ლარიზაციის პროექტზე შენიშვნები აქვს

უმრავლესობის წარმომადგენელს ლევან კობერიძეს ლარიზაციის შესახებ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიმართ შენიშვნები აქვს. როგორც კობერიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის სუბსიდირების მომხრე არ არის და მთავრობასთან აპირებს დააყენოს დოლარში აღებულ ვალის მქონე მოქალაქეებისთვის ბიუჯეტიდან დახმარების კუთხით რანჟირების წინადადება.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილი ლარიზაციის გეგმის განხილვა მიმდინარეობს მთავრობაში. პირადად მე ვაპირებ დავაყენო რანჟირების საკითხი. როცა საუბარია დოლარის მქონე სესხების ლარში გადატანასა და ბიუჯეტიდან ამ პირებისთვის დახმარების სახით თანხის გამოყოფაზე, მიმაჩნია, რომ 100 ათას ლარზე მეტი ბრუნვის მქონე ადამიანებს ეს არ უნდა შეეხოთ,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ალავიძე: გუდაური-კობის მონაკვეთზე, ხვალ დილიდან, შესაძლებელი იქნება ტრაილერებიც გავატაროთ
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: “ენმ” არ დაიშლება და გააგრძელებს ივანიშვილის ჩამოშლის პროცესს