ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა. როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. დეპუტატი ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

ლევან კობერიძემ დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გედევან ფოფხაძეს – გამოამჟღავნეთ პატივისცემა და შემდეგ მოგცემთ სიტყვას
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს – ნუ მაწყვეტინებთ საუბარს – მანდ ჯდომა პასუხისმგებლობაა და არა თვითნებობა