ლევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ეხმაურება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ეხმაურება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ლევან კობერიძე იმედოვნებს, რომ დეპუტატები უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ერთად მუშაობას შეძლებენ.
„ჩვენ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მაინც გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიმუშაოთ და შევჯერდეთ კიდევაც პოზიციებზე. თუ ვერ შევჯერდებით პოზიციებზე, იქნება ფაქტობრივად, თავისუფალი კენჭისყრა, სავარაუდოდ, და ალბათ, ყველა თავის აზრს დააფიქსირებს. რაც შეეხება შეჯერების რესურს, ნამდვილად არ არის ადვილი, ამდენი პოლიტიკოსის ერთ აზრზე მოყვანა, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ ჯერ რესურსი ჩვენ გვაქვს,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, 5 საათს გაგრძელდა. თუმცა, დეპუტატების თქმით, განსახილველ საკითხთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხვალაც შეიკრიბებიან და მსჯელობა გაგრძელდება.
გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიმუშაოთ – ლევან კობერიძე

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
შემდეგი სტატია,,გვაქვს შესაძლებლობა, საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი “