ლევან კობერიძე – როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლობა გამოავლინა

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული, „ქართული ოცნების“ მიმართ ვერანაირ ნდობას ვერ გამოვხატავ, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

„ვიდრე მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ვერანაირ ნდობას ვერ გამოვხატავ „ქართული ოცნების“ მიმართ. უახლოესი წარსულის სამწუხარო მაგალითი გვაჩვენებს, რომ მათგან ბოლო მომენტში პოზიციების შეცვლა სჩვევიათ. საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს გავიდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ფართო კონსენსუსით ყოფილიყო მიღებული. როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლობა გამოავლინა ქვეყნის მომავლის მიმართ. „ევროპული საქართველო“ უფრო გონივრულად, ეშმაკურად მოიქცა, პირველ მოსმენაზე შემოვიდნენ, თავის პოზიცია დააფიქსირეს და მეორე მხრივ დაგვანახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პირობა საბოლოოდ არ შეასრულა იმ ფარულ გარიგებასთან მიმართებაში, რომლის მონაწილეც ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთში ჰქონდათ. როცა ვხედავთ, რომ ისეთ პოლიტიკურ ძალებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე ნულზე აქვთ დაყვანილი და მეორე მხრივ, მმართველი პარტია მუდმივად სხვადასხვა ფორმით პოლიტიკური ოპონენტის ან მოსახლეობის „გადაგდებით“ არის დაკავებული, დამოუკიდებელი დეპუტატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენი მტკიცე პოზიციით „ქართულ ოცნებას“ გასაქანს არ ვაძლევთ, რომ მათ რაიმე თემების ინსინუაციები მოახდინოს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის